ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანებამ, 9 აპრილის დღე აღნიშნა გასვლითი ღონისძიებით ქალაქ თბილისში, 9 აპრილის გმირთა მემორიალთან. დაკვნითი ღონისძიება გაიმართა ქალაქ მცხეთის ცენტრში. ღონისძიებას მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდნენ საპატიო სტუმრები ქალაქ მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი ბ-ნ დიმიტრი ხუნდაძე, ქალაქ მცხეთის მერი ბ-ნ ავთანდილ ნემსიწვერიძე, ქ. მცხეთის მერიის სამსახურის უფროსები და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები.
ღონისძიება მომზადდა ქ. მცხეთის შ. რუსთაველის სახელობის ცენტრალური ბიბლიოთეკის მიერ სახელოწოდებით
"მე მტკივა 9 აპრილი ... "
მონაწილეობა მიიღო ქალაქ მცხეთის კულტურის სახლის ბიჭუნათა ანსამბლმა "მცხეთა"(ხელმძღ. ა. როინიშვილი)