8 მაისს ქალაქ თბილისში ჩატარდა ბავშვთა და მოზარდთა კლასიკური მუსიკის მე-9 რესპუბლიკური ფესტივალი -კონკურსი "იპოვე შენი ვარსკვლავი" , სადაც მონაწილეობა მიიღეს ქალაქ მცხეთის დ. გამრეკელის სახელობის ხელოვნების სკოლის საფორტეპიანო განყოფილების მოსწავლეებმა:
1. მარტოლეკი ელენე-II კლასი-პედ. ზ. ჩიტიაშვილი
2. ნარიმანიძე მარიამი IV კლასი-პედ. თ. მიქაძე
3. ალიბეგაშვილი თამარი-VII კლასი-პედ. ზ. ჩიტიაშვილი.
მონაწილეები მაყურებლის წინაშე წარსდგნენ წარმატებით. შედეგი გამოვლინდება 10 სამუშაო დღეში.
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანება უსურვებს წარმატებას ჩვენი სკოლიდან წარდგენილ კონკურსანტებს.