2 ივნისს მცხეთის მაყვალა მრევლიშვილის სახელობის საბავშვო ბიბლიოთეკის მკითხველები - მცხეთის N-1 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეები (პედ . სვეტლანა ჩოფლიანი) იმყოფებოდნენ სტუმრად მცხეთის შოთა რუსთაველის სახელობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში.ღონისძიებამ ჩაიარა საზეიმო და სახალისო ვითარებაში. აგრეთვე მოეწყო თემატური გამოფენა "ზღაპარ იყო, ზღაპარ იყო..." შეგახსენებთ რომ მცხეთის მაყვალა მრევლიშვილის სახელობის საბავშვო ბიბლიოთეკა აქტიურად თანამშრობლობს სასკოლო ასაკის მოზარდებთან და საბავშვო ბაღის აღსაზრდელებთან, ზრუნავს მათ წიგნიერ განვითარებასა და განათლებაზე. ბავშვებს და მათ მშობლებს ყოველდღიურად შეუძლიათ გაეცნონ და გაიტანონ ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდიდან მათთვის საჭირო ლიტერატურა, რათა მომავალი თაობა ეზიაროს წიგნიერ ცხოვრებას.