ქალაქ მცხეთის კულტურის სახლის შემაჯამებელი კონცერტი ჩატარდა #2 საჯარო სკოლაში. მონაწილეობდნენ ქალაქ მცხეთის კულტურის სახლის ქორეოგრაფიული ანსამბლი "როკვა" ხელმძღ. ნინო იმერლიშვილი. ქალაქ მცხეთის კულტურის სახლის ფოლკლორული ანსამბლი "მცხეთა" ხელმძღ. ბიჭიკო დურგლიშვილი, ქალაქ მცხეთის კულტურის სახლის ბიჭუნათა ანსამბლი "მცხეთა" ხელმძღ. არჩილ როინიშვილი. ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს და მათ ხელმძღვანელებს გადაეცათ მადლობის სიგელები ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორისგან.