სასიამოვნო გარემოში ჩაიარა ქალაქ მცხეთის დავით გამრეკელის სახელობის ხელოვნების სკოლის პირველი კლასის საფორტეპიანო, სავიოლინო და საგუნდო სწავლების მოსწავლეთა კონცერტმა. წარმოდგენილი იყო როგორც ქართული, აგრეთვე უცხოური კლასიკური ნაწარმოებები. პატარა შემსრულებლებმა საუკეთესოდ წარმოაჩინეს წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და მსმენელის აპლოდისმენტები დაიმსახურეს.ღონისძიებას ესწრებოდა ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი ქ-ნ შორენა არჯევანიძე.მან მადლობა გადაუხადა მონაწილეებს, მათ მშობლებს და პედაგოგებს.პატარებს კი - გაერთიანების სახელით სიურპრიზი - გასეირნება ქალაქ გარეთ - ექსკურსია მუზეუმში დაპირდა.