15 ივლისს ქ.მცხეთაში ჩატარდა ბეჟან ხურციძის სახელობის ღია ტურნირი ნიჩბოსნობაში. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, მცხეთა- მთიანეთის რეგიონალური ორგანიზაციის ეგიდით ჩატარებულ ღონისძიებაში შეჯიბრი აკადემიურ, ბაიდარისა და კანოეს სახეობებში მიმდინარეობდა,სადაც მცხეთის ნიჩბისნებთან ერთად დუშეთის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. გუნდურ ასპარეზში მცხეთის ნაკრებმა გუნდმა გაიმარჯვა(მწვრთნელი - ნიკოლოზ გირდა) და ბეჟან ხურციძის სახელობის თასი გადაეცა.