„სვეტიცხობლობა - მცხეთობა - 2016“ მასჭტაბურად აღინიშნა ქალაქ მცხეთაში. ცენტრალურ მოედანზე წარმოდგენილი იყო ხალხური რეწვის, თექის, ფერწერის, გრაფიკის, სახვითი ხელოვნებისა და სხვადასხვა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. წიგნადი გამომცემლობების ასოციაციამ წარმოადგინა მხატვრული ლიტერატურის გამოფენა-გაყიდვა(ფასდაკლებით). საბავშვო გასართობი პროგრამები, ბერიკები, ზღაპრის გმირები, ატრაქციონები-ამშვენებდა ქალაქის ცენტრალურ მოედანს . საშემოდგომო ნობათის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა „ბარაქიანი შემოდგომა“. შშმ პირთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. სპორტულ-სანახაობითი ღონისძიებები ქართული ჭიდაობა, სპორტული ნარდი, მკლავჭიდი, მაგიდის ჩოგბურთი, კარატე, ჭადრაკი.ნიჩბოსანთა საჩვენებელი- საერთაშორისო რეგატა ბაიდარა, კანოე, სლალომი, აკადემიური ნიჩბოსნობა, შეჯიბრს ესწრებოდნენ საპატიო სტუმრები მეზობელი ქვეყნებიდან. კულტურული ღონისძიებები ქალაქ მცხეთის კულტურის სახლის, მცხეთის თვითმმართველი თემის, ყაზბეგის, თიანეთის, დუშეთის, კასპის, ახალგორის, ბორჯომის, გორის, რუსთავის, თბილისის(“deaf union”, ანსამბლი „ჩოხოსნები“ , „თუთარჩელა“). დასახელდნენ საპატიო მოქალაქეები . წამყვანები: მეგი მამალაძე და ბექა სონღულაშვილი. სადღესასწაულო განწყობა მთელი დღის განმავლობაში იგრძნობოდა ქალაქ მცხეთაში. 19:00 საათზე გაიმართა გალა კონცერტი: მებო ნუცუბიძე - ბენდი „The Bearfox“ ; ზაზა ხუციშვილი და "ვაკის პარკი". ღონისძიება დასრულდა საზიმო ფოერვერკით. დღესასწაული ჩატარდა მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინიტრაციის , ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით. თანაორგანიზატორი: ა(ა)იპქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანება