28 ოქტომბერს ქალაქ მცხეთაში ჩატარდა ფოკლორის საერთაშორისო საბავშვო და ახალგზარდული ფესტივალი „შემოდგომის რიტმები“, რასაც საფუძვლად უდევს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანებასა და საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირს შორის გაფორმებული მემორანდუმი.
ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს ქორეოგრაფიულმა კოლექტივებმა როგორც საქართველოდან , აგრეთვე საზღვარგარეთის ქვეყნებიდან. ღონისძიების დასასრულს გაერთიანებისგან კოლექტივების ხელმძღვანეებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები და მადლობის სიგელები.
შემოქმედებითი კოლექტივების საკონცერტო გამოსვლებს წინ უძღვოდა აღლუმი - მსვლელობა, საზეიმო ფოიერვერკები და ზეიმისათვის დამახასიათებელი სხვა მნიშვნელოვანი ელემენტები.