"გალაკტიონი-125"
25 ნოემბერს ქალაქ მცხეთის შოთა რუსთაველის სახელობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ჩატარდა ღონისძიება გალაკტიონ ტაბიძის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სახელწოდებით "როგორც ერთია ქვეყანა მთელი, ისე ერთია გალაკტიონი". ღონისძიებას ესწრებოდნენ საპატიო სტუმრები მცხეთა -მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან . ღონისძიების დასასრულს მონაწილე ბავშვებს ცენტრალური ბიბლიოთეკისგან საჩუქრად გადაეცათ "ცოდნის ბარათები" და სამსახსოვრო საჩუქრები .