ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანების მხარდაჭერით „ქალაქ მცხეთის ეტალონი მოსწავლის“ გამოსავლენად ჩატარდა პირველი ტური სკოლის მოსწავლეეებს შორის: სსიპ ქალაქ მცხეთის #1 საჯარო სკოლა, ქალაქ მცხეთის #2 საჯარო სკოლა და ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლურ საშუალო სკოლა. კლასების მიხედვით მონაწილეობდნენ მე-8, მე-9, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეები. ინტელექტუალური კონკურსის ჩატარება განხორციელდა სოციალურ-საგანმანათლებლო მედიაპროექტ „ეტალონის“ პრინციპით. დასკვნითი „მცხეთის ეტალონი მოსწავლის“ გამოსავლენი კონკურსი ჩატარდება 21 თებერვალს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ტექნიკური და შემოქმედებითი ჯგუფების მხარდაჭერით.