8 აპრილს ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეაში საღდგომო გამოფენა მოეწყო. მონაწილეობა მიიღეს და საკუთარი ნამუშევრები წარმოადგინეს ქალაქ მცხეთის დავით გამრეკელის სახელობის ხელოვნების სკოლის მოსწავლეებმა. გადაეცათ დიპლომები. ხატვის პედაგოგი: ხათუნა ფარეიშვილი.