ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანება

(ს  ა  ი  ტ  ი        მ  ზ  ა  დ   ე   ბ   ი   ს       პ   რ   ო   ც   ე    ს    შ   ი   ა) 

Monday, 22 May 2017 08:20

"ვეფხისტყაოსნის" ხელნაკეთ წიგნში გადაწერა

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანების თანაორგანიზებით სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდა პროექტი „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაკეთ წიგნში გადაწერა. ზემოაღნიშნულ ისტორიულ მოვლენაში მონაწილეობის მიღება შეეძლო ნებისმიერ მსურველს. პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ხორციელდება. პროქტში მონაწილება უკვე მიიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, 112-ის და სამშობიარო სახლ „ჰერას“ თანამშრომლებმა. ხელნაკეთი წიგნი სახალხო პროექტისთვის ქეთი მატაბელის მიერ შეიქმნა და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. „ვეფხისტყაოსნის“ გადაწერა 15 მაისს ახალციხეში დაიწყო და 26 მაისს რუსთაველის გამზირზე, რუსთაველის თეატრის შენობაში დასრულდება .

 

 

 

 

© ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანება

Created by prosite