ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანება

(ს  ა  ი  ტ  ი        მ  ზ  ა  დ   ე   ბ   ი   ს       პ   რ   ო   ც   ე    ს    შ   ი   ა) 

Monday, 19 June 2017 07:28

კულტური ცენტრის გახსნა

მცხეთაში ახალი, თანამედროვე სტანდარტების მქონე კ უ ლ ტ უ რ ი ს ც ე ნ ტ რ ი გაიხსნა, რომელშიც ფუნქციონირებს 450-კაციანი საკონცერტო დარბაზი და აღჭურვილია პროფესიული სტანდარტების, უმაღლესი კლასის ვიდეო, აუდიო, გახმოვანებისა და განათების სისტემებით. შენობაში განთავსებულია სარეპეტიციო დარბაზები, საგრიმიოროები, ხმის ჩამწერი სტუდია, საოპერატოროები, სარეჟისორო, საკონფერენციო, ხატვისა და გამოყენებითი ხელოვნების ოთახები. 2012 წელს მომხდარი ხანძრის გამო, ქალაქი მცხეთა კულტურის სახლის გარეშე იყო დარჩენილი. ახალი ცენტრის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. კულტურის ცენტრი მოინახულა და ოფიციალურად გახსნა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა. საღამოს, საზეიმო განწყობით კულტურის ცენტრის სცენაზე წარსდგა ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი "ერისიონი".

© ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანება

Created by prosite