2 ივლისს ქალაქ მცხეთაში ჩატარდა ფესტივალი "არტ -გენი". მოეწყო ქართული რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, მცხეთა-მთიანეთის ფოლკლორული შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტი, "შავფაროსნების" საჩვენებელი შოუ, კონცერტის დასასრულს მაყურებლის წინაშე წარსდგა ანსამლი "გორდელა". 19 ივლისს ფესტივალი თბილისში აიღებს სტარტს , მოეწყობა ხალხური რეწვის და თანამედროვე ხელოვნების გამოფენები, ფოლკლორი რეგიონი:მცხეთა-მთიანეთი, იმერეთი. მაყურებლის წინაშე კვლავაც სდგებიან ანსამბლი "მცხეთა' და ქალაქ მცხეთის ქორეოგრაფიული ანსამბლი "იბერიონი". დასკვნითი კონცერტი: რობი კუხიანიძე- აუტსაიდერი.