აზერბაიჯანში, ქალაქ ბაქოში გამართულ ფესტივალზე, რომლის ორგანიზატორიც აზერბაიჯანის ცეკვების ფედერაცია გახლდათ , მონაწილეობა მიიღო ქალაქ მცხეთის კულტურის სახლის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა "როკვა", რომელმაც წარმატებული გამოსვლით აღაფრთოვანა მაყურებელი და 2 ნომინაციაში მოიპოვა გამარჯვება: "საუკეთესო ქორეოგრაფია" და "საუკეთესო კომპოზიცია" , ასევე ანსამბლის თითოეულმა წევრმა დაიმსახურა ლაურეატის წოდება და მადლობის დიპლომები. ფესტივალი არ მოიცავდა საპრიზო ადგილებს ან გრანპრს, 4 ნომინაციიდან კი 2-ში მცხეთის ანსამბლ როკვამ ჰპოვა გამარჯვება.
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანება ულოცავს ანსამბლს და მის ხელმძღვანელს (ნინო იმერლიშვილი და გიორგი პატაშური)მიღწეულ წარმატებას