2003 წლიდან საქართველოში წარმატებულად ხორციელდება კულტურათა გადაკვეთის საპროექტო ასოციაციის (CCPA) პროექტი "სახალისო ფეხბურთის ღია სკოლები (OFFS)". პროგრამა წარმოადგენს პოლიტიკურად დამოუკიდებელ, არაკომერციულ, ჰუმანიტარულ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მოსახლეობის სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს შორის მშვიდობიან თანაარსებობას, თანამშრომლობას და სოციალურ ინტეგრაციას. სხვადასხვა ეროვნების ბავშვების დაახლოვება და მასობრივი ფეხბურთის განვითარება "სპორტი ყველასათვის" პრინციპებზე დაყრდნობით.
14 სექტემბერს სახალისო ფეხბურთის ღია გაკვეთილებს მცხეთამ უმასპინძლა. პროქტში 180-მდე ბავშვმა მიიღო მონაწილეობა.