ქალაქ მცხეთის ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ და ქალაქ მცხეთის მაყვალა მრევლიშვილის სახელობის საბავშვო ბიბლიოთეკამ ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს #1 საჯარო სკოლის პირველკლასელებს. პატარებს საკლასო ოთახებში დახვდათ სასიამოვნო სიურპრიზი - აქციის ფარგლებში "საჩუქარი პირველკლასელს". შეგახსენებთ რომ ცენტრალური ბიბლითეკა ხშირად მართავს სასკოლო ასაკის მოსწავლეთათვის წიგნის პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა სახის აქციებს და წლის განმავლობაში კვლავაც გაანებივრებს პატარებს მომავალი სიურპრიზებით. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანება ულოცავს ახალი 2017-2018 სასწავლო წლის დაწყებას ჩვენს მომავალ თაობას.