ახლახანს ქალაქ ბაქოდან დაბრუნდა საქართველოს ველომრბოლელთა ნაკრები გუნდი(2001-2002 წლ.დაბ.) რომლის შემადგენლობაში იყვნენ ქ.მცხეთის კომპლექსური სასპორტო სკოლის მოსწავლეები: ა. ფირანიშვილი, ვ. მამულაშვილი, ს. როსტიაშვილი და ა. ჩანადირი. მათ მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის მრავალდღიან ველოტურში .წარმატებით იასპარეზეს და მეორე -მესამე ეტაპზე პრიზიორთა შორის მოხვდნენ ა.ფირანიშვილი და ვ.მამულაშვილი ,საერთო ჯამში კი ავთანდილ ფირანიშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანება ულოცავს მცხეთელ სპორტსმენებს მიღწეულ წარმატებას.