28,29,30 სექტემბერს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით ჩატარდა ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ფესტივალი "მცხეთა-ART GOLD", რომელიც ემსახურებოდა ქართველ და მსოფლიო ხალხთა ტრადიციული კულტურის გაცნობა-პოპულარიზაციას; იძულებით გადაადგილებულ პირთა და ეროვნულ უმცირესობათა ჩართვას საერთაშორისო კულტურათშორის დიალოგში; ფესტივალის მხარდამჭერები : მცხეთა-მთიანეთის გუბერნია; ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია; მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა; საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწე შემოქმედებითი კავშირი; მცხეთის რაიონული პროკურატურა. ფესტივალი იყო სამდღიანი, მესამე დასკვნითი დღე დაეთმო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს "აფხაზეთი"(სამხ. ხელმძღვანელი ლევან ღვინჯილია).