2017 წელი ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წელია. მისი დაბადებიდან 180 წელი აღინიშნება, ხოლო მკვლელობიდან 110 წელი შესრულდა.
ილია ჭავჭავაძის 180 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით თბილისში, საგურამოსა და ყვარელში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა . სახელწოდებით -„ილია - ჩვენი თანამედროვე“
საგურამოში, ილიას მუზეუმსა და ეზოში 8 ნოემბერს სახალხო დღესასწაული მასშტაბურად აღინიშნა. საზეიმო ღონისძიებაზე სტუმრად იმყოფებოდნენ ქალაქ მცხეთის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი ქალბატონი შორენა არჯევანიძე და გაერთიანების თანამშრომლები . მსმენელის წინაშე ისტორიული თემის ირგვლივ მცირე ჩანართით ქალაქ მცხეთის ცენტრალური ბიბლიოთეკის მენეჯერი ქალბატონი ნინო თათარშვილი წარსდგა .