ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანებამ უმასპინძლა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რეკომენდაციით ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს. ქ. მცხეთის საფეხბურთო სკოლაში გუნდი იმყოფებოდა სამუშაო ვიზიტით, ესაუბრა გაერთიანების დირექტორს ქ-ნ შ. არჯევანიძეს ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობასა და მის მომავალ პერსპექტივებზე. პარალელურად გადაღებული იქნა ვიდეო მასალა დოკუმენტური ფილმისთვის ფეხბურთის თაობაზე, რომელიც რაიონის მასშტაბით იქნება გავრცელებული