მცხეთის შოთა რუსთაველის სახელობის ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ მ/წლის 13 აპრილს ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში ჩაატარა გეგმიური ღონისძიება მიძღვნილი ლადო ასათიანის, ტერენტი გრანელის და მირზა გელოვანის ხსოვნისადმი.სახელწოდებით-"ადრე წასული კაცის ფიქრები". ღონისძიებას ესწრებოდნენ ქალაქ მცხეთის მერი-ავთანდილ ნემსიწვერიძე,ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე -ავთანდილ ედიშერაშვილი, ქალაქ მცხეთის მერიის და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები.