ა.წ . 17 აპრილს ქ. თბილისში ჩატარდა საქართველოს ღია ჩემპიონატი "OPEN TBILISI", რომელშიც მონაწილეობა მიიღო ქ. მცხეთის კომპლექსური სასპორტო სკოლის კარატისტთა გუნდმა 6 სპორტსმენით და საკმაოდ მაღალი შედეგებით დაბრუნდნენ. ეს შედეგები მით უფრო აღსანიშნავია რომ საქართველოს გარდა მონაწილეობას ღებულობდნენ რუსეთის,აზერბაიჯანის,სომხეთის, უკრაინის, ისრაელის, ყაზახეთის, ეგვიპტის და თურქეთის ნაკრები გუნდები. ჩვენმა სპორტსმენებმა ბოლომდე იბრძოლეს და ჯამში 5 საპრიზო ადგილი დაიკავეს: დავითხატისაშვილი მე-2 ადგილი(6-7 წელი), ლუკა დუნდუა მე-3 ადგილი(8-9 წელი,+38 კგ), ვაჭარაძე ლუკა მე-3 ადგილი (8-9 წ, -35 კგ), საფარიძე ლუკა მე-2 და მე-3 ადგილი ადგილი 14-15 წ(-57 კგ და -63 კგ. წონით კატეგორიაში). განსაკუთრებით გამოსარჩევია ჩვენი მსოფლიოს ვიცე ჩემპიონის ლუკა საფარიძის გამოსვლა,მან თავისი სურვილით ორ წონით კატეგორიაში იჩხუბა და ჯამში 7 ბრძოლა მოიგო და ორივეში საპრიზო ადგილზე გავიდა. მწვრთნელები: სოსო საყვარელიძე, გიორგი თაბაგარი.