ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანება

(ს  ა  ი  ტ  ი        მ  ზ  ა  დ   ე   ბ   ი   ს       პ   რ   ო   ც   ე    ს    შ   ი   ა) 

Wednesday, 11 May 2016 07:49

9 მაისი

 
9 მაისს, ქალაქ მცხეთის სკვერში, ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავი აღინიშნა. ა(ა)იპ კულტურისა და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანების, ქალაქ მცხეთის კულტურის სახლის ორგანიზებით ვეტერანების პატივსაცემად გაიმართა ღონისძიება. გვირგვინით შეიმკო მემორიალი და გადახდილ იქნა გარდაცვლილი გმირების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მცხეთის მაჟორიტარიმა დეპუტატი ბ-ნ დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ბ-ნ გოჩა ზეიკიძე, ქალაქ მცხეთის ბ-ნ მერი ავთანდილ ნემსიწვერიძე, ქალაქ მცხეთის საკრებულოს თავჯდომარე ბ- ნ ილია ჯიშკარიანი, მოადგილე ბ-ნ ავთანდილ ედიშერაშვილი, საკრებულოს წევრები, სახელმწიფო-რწმუნებულ გუბერნატორის მოადგილეები, ქალაქ მცხეთის მერიის ა(ა)იპ -ების თანამშრომლები. 
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გადაეცემათ 600 ლარიანი ხოლო მარჩენალდაკარგულებს 300 ლარიანი დახმარება. ომის ვეტერანებს ქალაქ მცხეთის მერიის სახელით ადგილობრივი ბიუჯეტიდან გადაეცათ 200 ლარი და სასაჩუქრე კალათი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

© ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანება

Created by prosite