26 მაისი ქალაქ მცხეთაში მასშტაბურად აღინიშნა. დილის 10 საათიდან გაიხსნა დაგეგმილი გამოფენები: სამხედრო-საჯარისო ტექნიკის, ქართული-ხალხური რეწვის, ადგილობრივი წარმოების , სამხატვრო ნამუშევრების. შედგა სასპროტო სახის შეჯიბრებები.
12:00 საათზე ქალაქ მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბატონმა დიმიტრი ხუნდაძემ,მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილემ ბატონმა გურამ ამირიძემ , საკრებულოს თავმჯდომარემ ბატონმა ილია ჯიშკარიანმა, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა ბატონმა ავთანდილ ნემსიწვერიძემ, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს , მერიის და მცხეთა-მთიანეთის გუბერნიის სამსახურის უფროსებთან და თანამშრომლებთან ერთად ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპროტო დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის ქ-ნ შორენა არჯევანიძის ინიციატივით დაათვალიერეს ქალაქ მცხეთაში, აგურისქარხნის დასახლებაში მშენებარე კულტურის სახლი, სპორტკომპლექსი და ნარეკვავის დასახლებაში თითქმის დასრულებული საბაშვო ბაღის ახალი შენობა. აგრეთვე დაესწრნენ მცხეთის ცენტრში მიმდინარე ყველა ღონისძიებას:
"ხატე საქართველოსათვის" - მოწვეული მხატვრები კანადის, აზერბაიჯანის, ლიტვის, ლატვიის, ესტორნეთის, სამხრეთ კორეის, პოლონეთის და ავსტრიის ქვეყნებიდან.
ქალაქ მცხეთის კულტურის სახლის კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლებითა და ანსამბლებით დაკომპლექტებული.
თვითმმართველი თემის კულტურის სახლის კონცერტი
18:00 საათზე საზემო გაცილება საჯარისო ნაწილების.
"the light room"- მცხეთის ბენდის კონცერტი
გალა კონცერტი, სადაც მონაწილება მიიღეს მოწვეულმა მომღერლებმა ირმა სოხაძე, ეკა კვალიაშვილი, ბორის ბედია, დათუნა სირბილაძე, მარიტა როხვაძე, მარიკო ებრალიძე, "1/4", "გორდელა", ლევან მასპინძელასვილი, მაგდა ნიკოლეიშვილი.
წამყვანი მეგი მამალაძე.
ღონისძიება დასრულდა საზეიმო ფოერვერკით.