ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით 1 ივნისი მცხეთაში მასშტაბურად აღინიშნა ქალაქის ცენტრალურ სკვერში. მონაწილეობა მიიღეს ქალაქ მცხეთის მაყვალა მრევლიშვილის სახელობის საბავშვო ბიბლიოთეკამ, ქალაქ მცხეთის კულტურის სახლმა და ქალაქ მცხეთის კომპლექსურმა სასპორტო სკოლამ. წარმოდგენილი იყო საბავშვო კუთხეები, სადაც პატარებს, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს შეეძლოთ საკუთარი ფანტაზიისამებრ გამოეძერწათ ზრაპრის გმირები, მათ მოისმინეს ქართული-ხალხური ზღაპრები და ჩაებნენ დისკუსიაში, გამოფენილი იყო საბავშო ლიტერატურა და ნებისმიერ მსურველს შეეძლო გაცნობოდა მასალას. "გვრიტი"-საბავშვო სპექტაკლი-რეჟისორი ბესიკ ლომსაძე, სადაც მცხეთელი პატარა მსახიობები მონაწილეობდნენ. საესტრადო კონცერტი-ქალაქ მცხეთის დავით გამრეკელის სახელობის ხელოვნების სკოლის პატარა შემსრულებლებით(პედ: ნინო გოგოლაშვილი) საბავშვო მინიტურნირი ჭადრაკში აქტიურად და წარმატებით მიმდინარეობდა , გამოვლინდა გამარჯვებულიც."უფასო გართობა ბავშვებს"-ატრაქციონები უფასოდ პატარებს ღონისძიების ფარგლებში. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქალაქ მცხეთის მერი ბატონი ავთანდილ ნემსიწვერიძე, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და ქალაქ მცხეთის მერიის წარმომადგენლები.