ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანება

(ს  ა  ი  ტ  ი        მ  ზ  ა  დ   ე   ბ   ი   ს       პ   რ   ო   ც   ე    ს    შ   ი   ა) 

Monday, 25 July 2016 06:37

ყველის ფეტივალი 2016

ქართული ყველის რეგიონალური ფესტივალი -მცხეთა 2016 გაიხსნა ქალაქ მცხეთაში 24 ივნისს, სვეტიცხოვლის მიმდებარედ. წარმოდგენილი იყო უამრავი დასახელების ყველის ნაირსახეობა. აგრეთვე ქართული - ხალხური რეწვის, თექის ნამუშევრები. ფესტივალის ფარგლევში მიმდინარეობდა ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის, თვითმმართველი თემის კულტურის სახლის სოფ. ძეგვი-ნიჩბისის გაერთიანებული და მცხეთის რაიონული ფოკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი. ღონისძიებას ესწრებოდნენ მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი ბატონი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ბატონი გოჩა ზეიკიძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბატონი ილია ჯიშკარიანი, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი ბატონი ავთანდილ ნემსიწვერიძე. კონცერტი მიმდინარეობდა ორ ეტაპად( 12:00-13:00 და 14:30-18:00 ინტერვალში ) .
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანებამ , როგორც ღონისძიების (ფესტივალის) თანაორგანიზატორმა უზრუნველყო დღის განმავლოობაში მიმდინარე კონცერტის ორგანიზება. გთავაზობთ ღონისძიების ფარგლებში მონაწილე რაიონული ქორეოგრაფიული და ვოკალური ანსამბლების ჩამონათვალს:
მცხეთის კულტურის სახლის ანსამბლი „მცხეთა“
ქალაქი მცხეთა -ქორეოგრაფიული ანსამბლი "იბერიონი"
დუშეთის სახელოვნებო სკოლის ხალხურ საკრავთა ანსამბლი „ივერიონი“
ხალხურ საკრავთა ანსამბლი „ქალილო“.
- ჟინვალის ხალხურ საკრავთა ანსამბლი.
ახალგორის მუსიკალური ანსამბლი.
თვითმმართველი თემის მცხეთის კულტურის განყოფილება-ძეგვი-ნიჩბისის გაერთიანებული ქორეოგრაფიული ანსამბლი. 
გამოვლინდნენ ყველის ფესტივალის ა/წ ამღმოჩენა და გამარჯვებული. გადაეცათ დიპლომები და მედლები.
ფესტივალი გაგრძელდება საღამოს 19:00 საათამდე.

ფოტო


© ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანება

Created by prosite