ქალაქ მცხეთის მაყვალა მრევლიშვილის სახელობის საბავშვო ბიბლიოთეკაში ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით "ტრადიცია და თანამედროვეობა". მონაწილეობა მიიღეს #1 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეებმა. ბავშვებმა ისაუბრეს და დისპუტი გაიმართა , როგორც წინაპართაგან გადმოცემულ ტრადიციებზე, ასევე თანამედროვე კაცობრიობის პრობლემებზე.