15 ივლისს ბაქოში ჩატარდა შეჯიბრება საგზატკეცილო ველოსპორტში აზერბაიჯანის თასზე, სადაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ნაკრებმა გუნდმა 2 ასაკობრივ ჯგუფში, ნაკრები გუნდის სახელით ასპარეზობდნენ ქალაქ მცხეთის კომპლექსური სასპორტო სკოლის ველომბროლელები, რომლებმაც საპრიზო ადგილები დაიკავეს: პირველი ადგილი - 30 კმ. წრიული რბოლა(2001-2002 წ. დაბადებულებს შორის)-ავთო ფირანიშვილი. მეორე ადგილი -42 კმ. წრიული რბოლა(1999-2000 წ. დაბადებულებს შორის)-ლაშა ამირიძე, რომელიც ასევე გახდა გამარჯვებული 72კმ ჯგუფურ რბოლაში. მცხეთელი ველომბრბოლელი ავთო ფირანიშვილი მონაწილეობას მიიღებს 22-30 ივლისს უნგრეთში გამართულ ევროპის ახალგზარდულ ოლიმპიურ ფესტივალზე „გიორი-2017“ საქართველოს ნაკრები გუნდის სახელით. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანება ულოცავს მათ ამ წარმატებას