საერთაშორისო არტ-ფესტივალზე ბულგარეთში, ქალაქ ნესებერში იმყოფებოდა ქალაქ მცხეთის ქორეოგრაფიული ანსამბლი "იბერიონი", სადაც ანსამბლმა წარმატებული გამოსვლით შთამბეჭდავი სანახობა აჩუქა მაყურებელს და პირველი ადგილი დაიმსახურა. (ხელმძ: ბესიკ ტურაშვილი და ირაკლი ნიკოლაიშვილი). ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანება ულოცავს ანსამბლს და მის ხელმძღვანელებს აწ უკვე ტრადიციად ქცეულ წარმატებას.




