ლატვიაში, ქ. რიგაში ჩატარდა "მომავლის ვარსკვლავი 2017 ", სადაც ქალაქ მცხეთის დავით გამრეკელის სახელობის ხელოვნების სკოლის მოსწავლე ლუკა ირემაშვილი იღებდა მონაწილეობას. მან დაიმსახურა ლაურიატის წოდება და მესამე ადგილი მოიპოვა (პედაგოგი: დიანა ბოლქვაძე). ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანება ულოცავს ლუკა ირემაშვილს და მის პედაგოგს ქ-ნ დიანა ბოლქვაძეს მიღწეულ წარმატებას.