15 ოქტომბერს თბილისში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი კარატეში "OPEN TBILISI",სადაც ქალაქ მცხეთის კომპლექსური სასპორტო სკოლის სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს და საპრიზო ადგილებიც დაიკავეს: ლუკა საფარიძე, დავით ხატისაშვილი-ვერცხლის მედალი; ლუკა დუნდუა-ბრინჯაოს მედალი. მწვრთნელ-მასწავლებელი სოსო საყვარელიძე. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანება ულოცავს სპორტსმენებს და მათ მწვრთნელ-მასწავლებელს მიღწეულ წარმატებას.