ქ.თბილისში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე კარატეში წარმატებით იასპარეზეს ქალაქ მცხეთის კომპლექსური სასპორტო სკოლის კარატისტებმა: ლუკა საფარიძემ და დავით ხატისაშვილმა მეორე ადგილი დაიკავეს და ვერცხლის მედალი დაიმსახურეს, საბა კორტი და ლუკა დონდუა კი ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ (მწვრთნელ-მასწავლებელი: ს. საყვარელიძე). ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანება ულოცავს მათ მიღწეულ წარმატებას.