7 ოქტომბერს , საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის მიერ, ქალაქ მცხეთაში, კულტურის ცენტრში ჩატარდა ფოლკლორის საერთაშორისო საბავშვო და ახალგაზრდული ფესტივალი „შემოდგომის რიტმები“, რასაც საფუძვლად უდევს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანებასა და საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირს შორის გაფორმებული მემორანდუმი. ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ქვეყნისა და რეგიონის ბავშვთა და მოზარდთა ანსაბლებმა. ღონისძიების მიზანია საბავშვო და ახალგაზრდული შემოქმედების განვითარება, მსოფლიოს ქორეოგრაფიული და ფოლკლორული კულტურის გაცნობა, მონაწილეთა შორის გამოცდილების გაზიარება, ქართული და მსოფლიოს ხალხთა ცეკვების პოპულარიზაცია.